გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე და მისი მოადგილე ლევან კალანდაძე თანამდებობებს ტოვებენ

11-11-2019

ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე და მისი მოადგილე ლევან კალანდაძე თანამდებობებს ტოვებენ.

აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ინფორმირებულმა წყარომ აცნობა, რაც სააგენტოს თავად ლევან კალანდაძემ დაუდასტურა.

კალანდაძის თქმით, მან და ირაკლი ლექვინაძემ გადადგომის შესახებ განცხადებები 8 ნოემბერს დაწერეს.

„მიზეზებთან დაკავშირებით კომენტარს პრესსამსახური გააკეთებს. ეს მოხდა ჩვენი სურვილით. რაიმე პოლიტიკურ ჩარევას კატეგორიულად გამოვრიცხავ“, - განაცხადა კალანდაძემ.

მისივე განმარტებით, ის და ირაკლი ლექვინაძე სავარაუდოდ, ისევ ერთ სტრუქტურაში განაგრძობენ მუშაობას, თუმცა სად, კალანდაძე ჯერჯერობით არ აკონკრეტებს.

შეგახსენებთ, რომ ბიზნესომბუდსმენს პრემიერ-მინისტრი ნიშნავს.

info9