გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

სადახლოზე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოვლინდა

11-11-2019

საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სადახლო-საავტომობილო“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, რუსეთის მოქალაქის ნ.დ.-ს მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანის დათვალიერების შედეგად, 6181.88 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს (62.6 გრამი) ნაკეთობები გამოავლინეს.


საქართველოს საბაჟო კოდექსის  168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, 6181.88 ლარის ოდენობით შეეფარდა.