გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

კარლო კოპალიანი: გეთანხმები, ბატონო ბარამიძე, თქვენი ადგილი არის ციხეში ზუსტად ერთ-ერთი ამ დანაშაულისათვის, რასაც ჰქვია ფარული კადრების გადაღების შეკვეთა

11-11-2019

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, კარლო კოპალიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ადამიანები, რომლებიც ხელს აფათურებენ სხვის პირად ცხოვრებაში, უნდა დაისაჯონ. მან აღშფოთება გამოხატა იმასთან დაკავშირებით, რომ გია ბარამიძე და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები აპელირებენ ასეთ თემებზე და ამბობენ, რომ უნდა დაისაჯონ ის ადამიანები, ვინც ეს შეუკვეთა და არა ვინც ეს გადაიღო. დეპუტატის განცხადებით, სწორედ ციხეშია იმ ადამიანების ადგილი, ვინც რამდენიმე ათობით ათასი ფაილი შექმნა და ცხრა წლის განმავლობაში ამით ატერორებდა ხალხს.

„გეთანხმები, ბატონო ბარამიძე, თქვენი ადგილი არის ციხეში ზუსტად ერთ-ერთი ამ დანაშაულისათვის, რასაც ჰქვია ფარული კადრების გადაღების შეკვეთა.

ძალიან კარგად ვიცით მათი ფეიკნიუსები როგორ იპყრობს დღევანდელ პრესას და იგივეა აქაც, აპელირებენ იმაზე, რომ თითქოს ვიღაცამ შემთხვევით გაავრცელა. იმიტომ არსებობს საგამოძიებო ორგანოები და სასამართლო, რომ იმათმა გაარჩიონ მტყუან-მართალი და თუ მართლა რაღაცა კადრი გააზიარა ვიღაცამ იმას არ დასჯიან ნამდვილად, მაგრამ ადამიანები, რომლებიც არიან ერთი გუნდის, ერთი შემადგენლობის, რა თქმა უნდა დასასჯელია, იმიტომ, რომ არავის არა აქვს უფლება, ადამიანის პირად ცხოვრებაში აფათუროს ხელი“, - განაცხადა დეპუტატმა კარლო კოპალიანმა.