გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

კრიმინალური პრინცესა" - ვინ არის ე.წ. კანონიერი ქურდის ტარიელ ონიანის შვილი - ფოტოკოლაჟი

11-11-2019

კრიმინალური ავტორიტეტის ტარიელ ონიანის შვილი 26 წლის გვანცა ონიანია, რომელიც  რუსეთში მოღვაწეობს.

ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა მას „კრი­მი­ნა­ლური პრინ­ცე­სა“ უწო­დეს.  გვანცა ბომონდური ცხოვრების მოყვარულია და არასდროს ამბობს უარს მდიდრულ წვეულებებზე. 26  წლის გვანცა ონიანი მონაკოსა და საბერძნეთში ელიტარული თავყრილობების ხშირი სტუმარი გახლავთ.

„წლების წინ, არასრულწლოვანმა გვანცა ონიანმა ძლიერი შოკი მიიღო, როდესაც ესპანეთში, ტარიელ ონიანის დაკავების მიზნით მასშტაბური სპეცოპერაცი ჩატარდა. ოპერაციაში 400-ზე მეტი პოლიციელი, ჯავშანტრანსპორტიორები და ვერტმფრენები მონაწილეობდნენ. ტარიელ ონიანი ოჯახთან ერთად ევროპაში საცხოვრებლად 90-იან წლებში გადავიდა. ჯერ საფრანგეთში დასახლდა, თუმცა მას შემდეგ, რაც იქ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე აღუძრეს, საცხოვრებლად ესპანეთს მიაშურა. 2005 წელს კი ესპანეთის სპეცსამსახურებმა მისი დაკავების მიზნით უპრეცენდენტო მასშტაბის სპეცოპერაცია ჩაატარეს“, - წერს რუსული პრესა. 

სპეცოპერაციის ფარგლებში ჩხრეკა ჩატარდა ტარიელ ონიანის მიერ კონტროლირებად 50-ზე მეტ ლოკაციაზე, მათ შორის მარბელში, ბარსელონასა და ალიკანტეში. თავად „ტარომ“ გაქცევა მოახერხა, მაგრამ ესპანეთის სპეცსამსახურებმა დააპატიმრეს მისი 12 წლის ქალიშვილი გვანცა და განაცხადეს, რომ არასრულწლოვანს მაშინვე გაათავისუფლებდნენ, როდესაც ტარიელ ონიანი სამართალდამცავებს ჩაბარდებოდა, თუმცა გვანცას გათავისუფლება ოთხი დღის ვადაში მაინც მოუწიათ. თავად ტარიელ ონიანი ამის შემდეგ რუსეთში დაბრუნდა, 2009 წელს კი ის გამოძალვისა და გატაცების ბრალდებით დააპატიმრეს.

 იხილეთ გვანცა ონიანის ფოტოები:

 


espersona