გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ჟურნალიტ ნინო სულაბერიძეს ცოტა ხნის წინ ძმაც დაეღუპა

12-11-2019

ჟურნალისტი ნინო სულაბერიძე, რომელიც სიმსივნეს ებრძოდა, გარდაიცვალა. თავის ტვინის სიმსივნე ნინოს რამდენიმე წლის წინ დაუდგინდა. ბოლო წლებში იგი ოპერაციების შემდეგ რეაბილიტაციას გადიოდა.

ნინო სულაბერიძეს მცირეწლოვანი ვაჟი – ლუკა დარჩა. ნინომ ცოტა ხნის წინ, ძმა, ლევან სულაბერიძე დაკარგა, მაშინ ის სოციალურ ქსელში, წერდა:”არ მჯერა, რომ დამტოვე, შენ ყველაფერი იყავი ჩემთვის. მასწავლიდი ყველაფერს და გემუდარები, ისიც მასწავლე, როგორც გავაგრძელო უშენოდ სიცოცხლე. შენთან ერთად ვფიქრობდი, რომ სასწაულებსაც შევძლებდი, მთებსაც გადავდგამდით, იმიტომ რომ შენ ჩემთვის ყველაფერი იყავი. გთხოვ, მასწავლე, როგორ გავძლო უშენოდ ამ სამყაროში, ჩემო ანგელოზო. ლევანი, შენ მაძლევდი ცხოვრების სტიმულს, ახლა კი ცხოვრება შავ-თეთრი და უინტერესო გახდა. მე დაველოდები იმ ბედნიერ დღეს, როდესაც მე და შენ შევხვდებით. შიში მქონდა, ახლა კი ზუსტად ვიცი, რომ არაფრის მეშინია, ლევანიკო.”- წერდა ნინო სულაბერიძე.

cyc.ge