გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

სოხუმის უღელტეხილზე ტყე იწვის - სოხუმი დახმარებისთვის მოსკოვს მიმართავს

12-11-2019

აფხაზი მაშველები რუს კოლეგებს დახმარებისთვის მიმართავენ და სოხუმის უღელტეხილზე გაჩენილი ხანძრის ჩაქრობაში ჩართვას სთხოვენ. ცეცხლი სოფელი ფსხუს მხრიდან 150 - 200 ჰექტარზეა გავრცლებული. ამის შესახებ ინფორმაციას დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო ავრცელებს.

ხანძრის კერები აღნიშნულ ტერიტორიაზე 10 ნოემბერს გაჩნდა. სახანძრო - სამაშველო სამსახურის წარმომადგენლის თემურ კვიცინიას თქმით, იწვის ტყე, ხანძარი გუდაუთის რაიონისკენ ვრცელდება. მისივე ცნობით, ხანძრის მიმდებარე ტერიტორიაზე დასახლებული პუნქტები არ არის.

კვიცინიას განმარტებით, ხანძრის მასშტაბებიდან გამომდინარე, მაშველები საკუთარი ძალებით ცეცხლს ვერ უმკლავდებიან. მიმდინარეობს მოლაპარაკებები რუს კოლეგებთან, რათა ხანძრის ჩაქრობაში ავიაცია ჩაერთოს.

რადიო "ათინათი"