გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ირაკლი შიოლაშვილი მამუკა კაციტაძეს: ჩემდა სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში თქვენ წარმოადგენთ პოლიტიკურ ძალას, რომელიც არ იმსახურებს დათმობაზე წასვლას

12-11-2019

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შიოლაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საარჩევნო კანონპროექტებთან დაკავშირებით მამუკა კაციტაძეს კითხვებით მიმართა.

დეპუტატის ერთ-ერთი კითხვა ასე ჟღერდა: ხომ არ არის თქვენი კანონპროექტი მორგებული კონკრეტულ პარტიებზე, კერძოდ, „ევროპულ საქართველოსა“ და „ნაციონალურ მოძრაობაზე?

„ვფიქრობ, ჩვენი გუნდი ძალიან დიდ დათმობაზე წავიდა და გავხსენით მთლიანად სისტემა. მეტსაც გეტყვით, იმდენად გავხსენით, რომ თეორიულად შეიძლება მომავალში ქვეყნის სტაბილურობასაც კი შეექმნას საფრთხე. ამ ფონზე თქვენ აკრიტიკებთ ჩვენს პროექტს და საუბრობთ ბლოკებსა და ბარიერებზე. ჩემდა სამწუხაროდ, თქვენ წარმოადგენთ პოლიტიკურ ძალას, რომელიც არ იმსახურებს დათმობაზე წასვლას, მაგრამ მიუხედავად ჩემი დამოკიდებულებისა, მაინც დაგისვამთ რამდენიმე შეკითხვას: რა უპირატესობა აქვს თქვენ მიერ წარმოდგენილ კანონპროექტს, ანუ რით ჯობია პროპორციული სისტემა მაჟორიტარულს? რა რისკებს ხედავთ თქვენ მიერ წარმოდგენილ კანონპროექტში? რას ფიქრობთ, მაგალითად, მთავრობის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით? როგორ უნდა შეუწყოს ხელი თქვენმა კანონპროექტმა მრავალფეროვნებას, როცა თავიდანვე აწესებთ ბარიერებს, თავიდანვე ქმნით წინაღობას პარტიებისთვის? ხომ არ არის თქვენი კანონპროექტი მორგებული კონკრეტულ პარტიებზე, კერძოდ, „ევროპულ საქართველოსა“ და „ნაციონალურ მოძრაობაზე? დაბოლოს, დაფინანსების საკითხი და ეგრეთ წოდებული ათი მილიონი. მინდა მოსახლეობამაც იცოდეს ამ ათი მილიონის თაობაზე, რომელსაც 11 პოლიტიკური პარტია იღებს დაახლოებით ნახევარი მილიონიდან ერთი მილიონის ფარგლებში. და იცით თქვენ, ხშირად პოლიტიკოსები ერთკაციან პარტიას ვეძახით ასეთ პოლიტიკურ პარტიებს და ეს პოლიტიკური პარტიები ყოველთვის გვევლინებიან იმ ბლოკებში, რომლებშიც ძირითადად პარტიები გამოდიან სათამაშოდ“, - განაცხადა შიოლაშვილმა.