გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში გამოცდების შედეგები წაეშალათ

22-01-2018

სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასობით სტუდენტი სემესტრის ბოლო გამოცდებს ხელახლა აბარებს. სასწავლებელში სერვერი გადაიწვა, რის გამოც ყველა ელექტრონული გამოცდის შედეგი წაიშალა.

„სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით, ბაკალავრიატის სტუდენტები დღეიდან წერილობით ჩააბარებენ იმ გამოცდებს, რომლებიც ელექტრონული სახით უკვე ჩაბარებული ჰქონდათ.

„საგამოცდო ცენტრის თანამშრომლები შაბათ-კვირასაც მუშაობდნენ, მაგრამ ვერაფერი გადაარჩინეს. ამიტომ გამოცდების ახალი ცხრილი შევადგინეთ. მომავალი გამოცდებისთვის კი ის რაც ელექტრონულად ჩაბარდება, დაზღვევის მიზნით ე.წ. გარე მეხსიერებაზეც ჩაიწერება. მაქსიმალურად ვეცდებით, რომ მსგავსი ტექნიკური პრობლემა აღარ შეიქმნას“, – ციტირებს „სამხრეთის კარიბჭე“ სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილის ნიკო ახალკაცის კომენტარს.

უნივერსიტეტში სერვერი 15 იანვარს, დღის მეორე ნახევარში გადაიწვა და 8 იანვრიდან 15 იანვრამდე ლექტრონული სახით ჩაბარებული გამოცდების შედეგები წაიშალა. გამოცდები ელექტრონულად მხოლოდ ბაკალავრიატის 1200–მდე სტუდენტს უნდა ჩაებარებინა.

reginfo.ge