გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ოჩამჩირის რაიონში ტყე იწვის

12-11-2019

ახუცას მთის ძირას, სოფელ ჯგერდას მთიან უბანზე ტყე იწვის. ჯერჯერობით უცნობია, რა ფართობზეა ცეცხლი მოდებული. ხანძრის შესახებ ინფრომაცია 10 ნოემბერს  ფეისბუკის მომხმარებლებმა გაავრცელეს.

„ძვირფასო მეგობრებო! თქვენი დახმარება გვჭირდება! ჩვენი ტყე იწვის! ყველას, ვისაც გაქვთ შესაძლებლობა, წავიდეთ ხვალ დილას და რაღაც მაინც გავაკეთოთ! დღეს იქ ჩვენი ძმები დგანან! გვერდში დავუდგეთ მათ!“, - წერს თავის ფეისბუკის გვერდზე ერასტ კვირია.

ოჩამჩირის რაიონის სახანძრო - სამაშველო ნაწილის ხელმძღვანელის მურმან ფაჩულიას განცხადებით, ტყე ძნელად მისადგომია, სახანძრო მანქანები უშუალოდ ცეცხლის კერასთან ვერ მიდიან და მაშველებს ფეხით მოუწევთ ასვლა. მისი თქმით, ხანძრის ჩასაქრობად ავიაციის ჩართვა იქნება საჭირო. სპეციალისტები თვლიან, რომ სიტუაცია შეიძლება შეიცვალოს ქარის გაძლიერებასთან ერთად.

დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების მინისტრმა ლევ კვიცინიამ არ გამორიცხა, რომ დახმარებისთვის რუს კოლეგებს მიმართონ, წერს „აფსადგილინფო“.

მანამდე, „სამინისტრომ“ გაავრცელა ინფორმაცია იმისი შესახებ, რომ სოხუმის უღელტეხილზე იწვის 200 ჰექტარი ტყის მასივი.

რადიო "ათინათი"