საგანმანათლებლო დაწესებულებაში ამბობენ, რომ ერთ-ერთი მიზეზი ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობაა.
"ესენი ის სტუდენტები არიან, რომლებსაც სტატუსი შეუჩერდათ ფინანსური ვალდებულების შეუსრულებლობის, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის, უცხოეთში სწავლის, აკადემიური ჩამორჩენილობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო და ა.შ. საკმაოდ ხშირია სტატუსის შეჩერება საკუთარი განცხადებების საფუძველზეც", - განაცხადეს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
მათი თქმით, სწავლის ქირის გადაუხდელობის გამო, სტატუსის შეჩერების ბრძანება თანხის გადახდის ვადის ამოწურვიდან უახლოეს ორ კვირის განმავლობაში იწერება. ხოლო, იმ შემთხვევაში თუ სტუდენტები სწავლის თანხას დაფარავენ, მათ სტუდენტის სტატუსი ავტომატურად ორ კვირის განმავლობაში აღუდგებათ.