გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

კახა საბანაძე კინოჩვენებებთან დაკავშირებით გამართულ აქციებზე: შინაგან საქმეთა სამინისტრომ მაქსიმალური გააკეთა იმისთვის, რომ დაცული ყოფილიყო ორივე მხარის ინტერესი

13-11-2019

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ - კახა საბანაძემ გურჯაანში საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრის მოძრავი ექსპრესფილიალების პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. კახა საბანაძის განცხადებით, რამდენიმე დღის წინ თბილისში გამართულ აქციებზე პოლიციამ ყველა მხარის გამოხატვის უფლება მაქსიმალურად დაიცვა.

„პირდაპირ მოგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მაქსიმალური გააკეთა იმისთვის, რომ დაცული ყოფილიყო ორივე მხარის ინტერესი, რაც მთავარია, გამოხატვის უფლება და ვფიქრობ, რომ ეს წარმატებით შესრულდა. რაც შეეხება გადაცდომებს და დარღვევებს, რა თქმა უნდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოახდინა კანონის მიხედვით შესაბამისი რეაგირება," - განაცხადა კახა საბანაძემ.