13-11-2019
საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 143-ე კმ-ზე
მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, მიმდინარე წლის 14 ნოემბერს, 08:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე, ყველა სახის ავტოტრანსპორტით მოძრაობა იკრძალება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დროის ამ პერიოდში რიკოთის გვირაბის შემოსასვლელ გზაზე, 2 სხვადასხვა ადგილას უზრუნველყოფილი იქნება საბუქსირე მექანიზმების მორიგეობა.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით განხორციელდება.