გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

რუსლან აბაშიძე: იმედია, პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივა აღმასრულებელი ხელისუფლებისგან მხარდაჭერილი იქნება

13-11-2019

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის სემსრულებელი, რუსლან აბაშიძე იმედს გამოთქვამს, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გაჟღერებულ ინიციატივას გაითვალისწინებს და აფხაზეთის რესპუბლიკურ ბიუჯეტს გაზრდის.

„საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ, საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 2020 წლის საქართველოს ბიუჯეტის პროექტის განხილვისას, მიმართა საქართველოს ფინანსთა მინისტრს, გაითვალისწინოს აფხაზეთის მთავრობის წინადადება რესპუბლიკური ბიუჯეტის ზრდასთან დაკავშირებით.

დღეს, ჩვენს წინაშე მდგარი გამოწვევები ითხოვს სწრაფ და ადექვატურ რეაგირებას, რისთვისაც საჭიროა საბიუჯეტო რესურსების მიზნობრივი მიმართვა. აღნიშნულ კონტექსტში საგულისხმოა, რომ ტრანსფერის გაზრდა საშუალებას მოგვცემს გავზარდოთ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობის პროგრამული ნაწილი, რომელიც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ და დევნილ მოსახლეობას აგრარულ და ბიზნესსაქმიანობაში ჩართულობას, განათლებისა და კულტურის სფეროს განვითარებას, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამების გაძლიერებას, სამოქალაქო ინტეგრაციას და მაქსიმალურად იქნება მორგებული აფხაზეთის საზოგადოების საჭიროებებზე. იმედს გამოვთქვამ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის გაჟღერებული ინიციატივა მხარდაჭერილი იქნება საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ“ -განაცხადა რუსლან აბაშიძემ.