გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

რუსუდან შარაძე სააკაშვილს: „მამაჩემის სახელის ხსენებისაც რომ გეშინია, შე ქარაქუცა“

14-11-2019

გურამ შარაძის შვილი რუსუდან შარაძე სოციალურ ქსელში სააკაშვილის წუხანდელ ინტერვიუს ასე ეხმაურება:

 

„დაბალ ხმაზე რომ იწყებს ხოლმე და ბოლოში რეკავს, აი, სადღაც, შუაში იყო, როცა თქვა,  შევარდნაძე მებრძოდა დროშაზე სასამართლოთიო. რა მიაყოლ-მოაყოლა, ამას ახლა როგორ გადმოვცემ. მიHა, შევარდნაძე კი არა, გურამ შარაძე გებრძოდა და ზუსტად, შენივე რეფორმირებული სასამართლოთი იყო, თავზე რომ დაგამხო! შევარდნაძე რომ არ გებრძოდა, ხმას არ იღებდა და პირიქით, ხელს გაფარებდა, იმიტომ არ გაგერჭო მაშინ მაგ დროშის ტარი ბოლომდე, როგორც გეკუთვნოდა არასახელმწიფო, პარტიული დროშის, თბილისის მერიის თავზე უკანონოდ გამოკიდებისთვის.

 

მამაჩემის სახელის ხსენებისაც რომ გეშინია, მარტო ამაში ჩანს, რაც ხარ! შე ქარაქუცა. ახლა ისეთი ქრისტიანი თუ გახდი, რომ გარდაცვლილებზე ვერ საუბრობ, მგონი, ბატონი ედუარდი, დიდი ხანია, გამოგეცალა ხელიდან. შე არამზადა, ვის ატყუებ შენს ჭკუაში?“

"ალია"