სამშაბათი, ივნისი 17, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

TOP.GE
აჭარაში წითელას ვირუსის ლოკალური აფეთქებაა

22-01-2018

აჭარაში წითელას ლოკალური აფეთქებაა და ამჟამად კონტროლის ღონისძიებები მიმდინარეობს.

ამის შესახებ „პირველთან“ საუბარში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის, გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა.


ხათუნა ზახაშვილი მიიჩნევს, რომ აჭარის აფეთქების შეკავებას დაავადებათა კონტროლის ცენტრი შეძლებს, თუმცა „გამომდინარე იქიდან, რომ წითელა მაღალი გადამდებლობით ხასიათდება, შესაძლოა, ჩატარებული ღონისძიებები საკმარისი არ აღმოჩნდეს“.


ამ შემთხვევაში, საჭიროა თვითონ ადამიანებმა მიხედონ თავიანთ ჯანმრთელობას, კერძოდ კი, აიცრან.


„წითელას ნულოვანი მაჩვენებელი არასოდეს არ გვქონია. ცნობილია, რომ 2013-2014 წლებში გვქონდა საკმაოდ დიდი ეპიდემია, როდესაც ძალიან ბევრი ადამიანი გახდა დაავადებული და ამის ძირითადი მიზეზი არაიმუნიზირებულობა იყო, ადამიანები არ იყვნენ აცრილები. ამ პერიოდში და 2017 წელს, ჩვენ 200 ათასი ადამიანი ავცერით წითელაზე, რომ როგორმე შევაჩეროთ წითელას გავრცელების პროცესი. შარშან წითელას 100-მდე შემთხვევა დარეგისტრირდა, პროცესი გრძელდება, 2018 წელშიც გვაქვს შემთხვევები. წითელას პრევენციის ერთადერთი საშუალება აცრაა“, - განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.


მისი თქმით, წითელა ძალიან გადამდები ვირუსია და თუ მოსახლეობას გრიპის ვირუსი შედარებით მშვიდად გადააქვს, წითელას შემთხვევაში ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები 30-40% აღწევს.


ზახაშვილი აღნიშნავს, რომ წითელას ინკუბატორული პერიოდი 21-დღემდე გრძელდება, თუმცა შეიძლება, 9 ან 14 დღეც შეადგინოს.


დაავადებას ლეტალობაც ახასიათებს და „წითელას შემთხვევაში, მოგვიანებითი გართულებებიც ჩნდება, რომლებიც სამუდამო ინვალიდობასაც იწვევს“.


ექსპერტის მთავარი და უალტერნატივო რეკომენდაციაა 40-წლამდე ადამიანების აცრაა.


ხათუნა ხაზაშვილი ხაზგასმით აცხადებს, რომ საქართველოში 40-წლამდე ადამიანების წითელასგან აცრა - უფასოა.

"პია"