გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ღვინის ქარხნებში სასწორებით მანიპულირების გამო კახეთში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს

14-11-2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 3 წევრი დააკავეს. თაღლითობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებული არიან: 1978 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისა და თაღლითობისთვის ნასამართლევი მ. ც., 1968 წელს დაბადებული დ.ტ. და 1981 წელს დაბადებული ზ. ს.

დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა კახეთის რეგიონში მდებარე ღვინის ქარხნებსა და მარცვლეულის საწარმოებში არსებულ სასწორებზე ფარულად დაამონტაჟეს სპეციალური ელექტრომიკროსქემები და დისტანციური მართვის პულტების საშუალებით სასწორებზე მანიპულირებდნენ. დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, მათ აღნიშნულ საწარმოებსა და მოქალაქეებს მატერიალური ზიანი მიაყენეს.

სამართალდამცველებმა დაზარალებულების მიერ დანაშაულებრივი ფაქტის აღმოჩენისთანავე, მიმდინარე წლის სექტემბერში, ინტენსიურ რეჟიმში დაიწყეს საგამოძიებო მოქმედებები.

ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილ თაღლითობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.