14-11-2019
დაკავებულის ადვოკატის ილია ჯანელიძის თქმით, პატიმრის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა და ის სამედიცინო დახმარებაზე უარს ამბობს.
"2 ოქტომბრიდან შიმშილობს, უკიდირესად მძიმე მდგომარეობაშია. სამედიცინო დახმარებასა და კლინიკაში გადაყვანაზე უარს აცხადებს. ამბობს, რომ უდანაშაულოა და ბრალს არ აღიარებს, ამიტომ შესაბამისი უწყებების დაინტერესებას მოითხოვს"-აცხადებს ილია ჯანელიძე. მისი თქმით, ამ დრომდე პატიმრის მოთხოვნას არავინ გამოხმაურებია.
როგორც ის განმარტავს, 2 ოქტომბერს მისი დაცვის ქვეშ მყოფი ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ფაქტზე გამო დააკავეს. დაკავებული აცხადებს, რომ პოლიციამ ნარკოტიკი ჩაუდო.