გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

რუსეთიდან შემოსულ ვიზიტორთა რაოდენობამ 16,5 პროცენტით იკლო

14-11-2019

მიმდინარე წლის III კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 3.4 მილიონი შემოსვლა დაფიქსირდა, რაც 4.6 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.

საქსტატის ინფიორმაციით, შემოსვლების უდიდესი ნაწილი, 41.6 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.

აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 2.8 მილიონი შეადგინა, რაც 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 3.9 პროცენტით არის გაზრდილი.

ამასთან, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 1.9 მილიონი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 1.4 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

საერთაშორისო ვიზიტორების 67.3 პროცენტი მხოლოდ ტურისტები იყვნენ. მხოლოდ ექსკურსანტების წილმა 26.3 პროცენტი შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 6.4 პროცენტი იყო როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი.

2019 წლის III კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 413.8 ათასი ვიზიტორი, დაფიქსირდა რუსეთის ფედერაციიდან, რაც მთლიანი ვიზიტორების 18.8 პროცენტს შეადგენს და წარმოადგენს 16.5 პროცენტიან კლებას 2018 წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით.