გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

2020 წელს არჩევნები პროპორციული სისტემით არ ჩატარდება

14-11-2019

საქართველოს პარლამენტმა მომავალ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით, ნულოვანი ბარიერით ჩატარებასთან დაკავშირებით მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა.

კენჭისყრის შედეგად, ცვლილებებს მხარი 101-მა დეპუტატმა დაუჭირა, 3 კი წინააღმდეგი იყო.

აღსანიშნავია, რომ კენჭისყრამდე "ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართა, რომელშიც პარტიის ტავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი მონაწილეობდა.

იმისთვის, რომ ცვლილებები დამტკიცებულიყო 113 დეპუტატის ხმა იყო საჭირო.

ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები მასშტაბურ საპროტესტო აქციებს აანონსებენ.