გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

აჭარის მუნიციპალიტეტებში მერების ხელფასები 2650 ლარიდან 3500 ლარამდე გაიზარდა

22-01-2018

აჭარის ოთხი მუნიციპალიტეტის - ქობულეთის, ქედის, ხულოს და შუახევის მერებისა და საკრებულოს თავმჯდომარეების ხელფასის ოდენობა, 2018 წლის 1 იანვრიდან, 2650 ლარის ნაცვლად 3500 ლარი იქნება. 

შესაბამისმა საკრებულოებმა მუნიციპალიტეტის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის ხელფასის გაზრდის შესახებ დადგენილება ერთსა და იმავე დღეს, - 2018 წლის 18 იანვარს მიიღეს, თუმცა მათი ამოქმედება ყველა შემთხვევაში 1 იანვრიდან განხორციელდა. 

პარალელურად გაიზარდა მერიისა და საკრებულოს სხვა თანამდებობის პირების ხელფასებიც. კერძოდ, მერის პირველი მოადგილისა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების სარგო 1700 ლარის ნაცვლად 2200 ლარი გახდა. 

1300 ლარიდან 1800 ლარამდე გაიზარდა მერის სხვა მოადგილეების ყოველთვიური ანაზღაურება. საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეები 1350 ლარის ნაცვლად 1700 ლარს მიიღებენ. ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის ხელფასი კი თვეში 1200 ლარით განისაზღვრა. 

საკრებულოს თავმჯდომარეების ხელფასის ზრდის პროპორციულად, აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში გაიზარდა საკრებულოს რიგითი წევრებისათვის დაწესებული კომპენსაციის ოდენობაც. საკრებულოს წევრები, რომლებიც თანამდებობის პირები არ არიან, ყოველთვიურად 397 ლარის ნაცვლად 525 ლარს მიიღებენ. 

reginfo.ge