გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

კახა კალაძის განცხადებით, შუა თითი აქციის მონაწილეებისთვის არ უჩვენებია

14-11-2019

თბილისის მერის, კახა კალაძის მტკიცებით, შუა თითი აქციის მონაწილეებისთვის არ უჩვენებია.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს მის მიერ გამოყენებულ უხერხულ ჟესტზე კომენტირებისას განუცხადა, არავის საქმე და გასარჩევი არაა, მეგობრებთან როგორი ურთიერთობა აქვს.

„რომ ყოფილიყო ვიტყოდი, არ მომერიდებოდა. ეს არის ნათელი მაგალითი, თუ როგორ მზადდება „ფეიკ ნიუსები“. მე ვისაც ვუჩვენებ შუა თითს, იმან ძალიან კარგად იცის. ის ადამიანები აქ იმყოფებიან ახლა. თქვენ შეგეძლოთ დაგესვათ ეს კითხვა, ვის მიმართ იყო ეს ჟესტი გამოყენებული. არასდროს გამოვირჩევი ხოლმე თავშეკავებით, როცა მაქვს ხოლმე სათქმელი ყოველთვის ვამბობ და არ ვერიდები, რაც არ უნდა მძიმე იყოს. ეს ნამდვილად არ ყოფილა აქციის მონაწილეების მისამართით. მე ჩემს მეგობართან როგორი ურთიერთობა მაქვს, რა თქვენი საქმეა და რა თქვენი გასარჩევია?“ - განაცხადა კალაძემ.

"ინტერპრესნიუსი"