გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველოს სამი მოქალაქე გაათავისუფლეს

14-11-2019

4-დღიანი უკანონო პატიმრობის შემდეგ, საქართველოს 3 მოქალაქე ცხინვალის ციხიდან გაათავისუფლეს.

გათავისუფლებულს შორის არიან, ზურაბ ტუხიაშვილი და რამაზ ზადიშვილი, რომლებიც ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების – ყარაფილასა და კოდისწყაროს მიმდებარედ დააკავეს და ასევე, გრემისხევიდან გატაცებული დავით მიშელაშვილი.

გათავისუფლებულები ამ დროისთვის შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის შენობაში გამოკითხვაზე იმყოფებიან.

ინფორმაციას ადასტურებენ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

“მხარეების მოლაპარაკების შედეგად, ამ დროისთვის გათავისუფლებულია სამი ადამიანი, თუმცა კვლავ პატიმრობაში რჩება საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე”,- განუცხადეს “რეგიონულ კვირას” სუს-ში.

kvira