გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ცხინვალის ციხიდან გათავისუფლებულები ვაჟა გაფრინდაშვილის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ

14-11-2019

ცხინვალის ციხიდან გათავისუფლებულები ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ.

მათი თქმით, ვაჟა გაფრინდაშვილზე არაფერი სმენიათ.

“დღეს გაგვათავისუფლეს. გადავიხადეთ გირაო და გამოგვიშვეს. რაც შეეხება ვაჟა გაფრინდაშვილს, მის შესახებ არავითარი ინფორმაცია არ გვაქვს. დავინახეთ, თუმცა არანაირი კონტაქტი არ გვქონია”,-  განაცხადა ზურაბ ტუხიაშვილმა.

ცნობისთვის, 11 ნოემბერს რამაზ ზადიშვილი და ზურაბ ტუხიაშვილი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კოდისწყაროდან, დავით მიშელაშვილი კი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემისხევიდან აიყვანეს. კოდისწყაროდან გატაცებული ორი მწყემსი და გრემისხევიდან გატაცებული ერთი პირი დღეს გაათავისუფლეს. ამ დრომდე პატიმრობაში რჩება საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე ვაჟა გაფრინდაშვილი, რომლის წინააღმდეგაც დე ფაქტო რეჟიმმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

kvira