გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

პროტესტი რეგიონში- ბათუმში, ქუთაისსა და ზუგდიდში საპროტესტო აქციები დღესაც გაიმართება

15-11-2019

საარჩევნო სისტემის ცვლილების კანონპროექტის ჩაგდებასთან დაკავშირებით, თბილისის მსგავსად, პერმანენტული აქციები დაგეგმილია რეგიონებშიც.

ბათუმში, ქუთაისსა და ზუგდიდში მოქალაქეები შეკრებას დღეს საღამოს კვლავ აპირებენ. გუშინ პროტესტის ნიშნად დემონსტრანტებმა რეგიონებში მსვლელობები მოაწყვეს.

ქუთაისში საჯაროდ წაიკითხეს უმრავლესობის იმ დეპუტატების სია, რომლებმაც საარჩევნო სისტემის ცვლილებას მხარი არ დაუჭირეს და რის შემდეგაც, ის პროტესტის ნიშნად დაწვეს.

"ეს არის ბიძინა ივანიშვილის პროექტი, ის პოლიტიკურ ჯგუფთან ერთად არის ჩიხში შესული და ცდილობს თავისი ვირეშმაკობით მივიდეს ფინიშამდე," - აცხადებს სამოქალაქო აქტივისტი მიხეილ გულაღმაძე.

რუსთავი2