გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ქუთაისში "საქართველოს ბანკში" მოქალაქე დაჭრეს

23-01-2018

უთაისში, "საქართველოს ბანკში" მოქალაქე დაჭრეს. შემთხვევა თაბუკაშვილის ქუჩაზე მოხდა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.

ფილიალის დაყაჩაღების ფაქტს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში, სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღით მოქალაქე დაიჭრა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში, შემოსული შეტყობინების საფუძველზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. ჩადენილი დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“–აცხადებენ შსს–ში.

გამოძიების პირველადი ინფორმაციით, მიმდინარე წლის 22 იანვარს ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში, ყაჩაღობის მიზნით შეიჭრა შეიარაღებული პირი, რომელმაც თავდასხმისას ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მუცლის არეში დაჭრა აღნიშნულ ფილიალში მყოფი მოქალაქე, გარკვეული თანხა გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ახალგაზრდა გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში.

როგორც უწყებაში განმარტავენ, ბრალდებულის დადგენა-დაკავების მიზნით მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.

newpress