გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ბათუმში მთავრობის სახლთან პოლიციამ 4 პირი დააკავა

15-11-2019

აჭარის მთავრობის სახლთან ბათუმში სამართალდამცველებმა 4 პირი დააკავეს, რომლებიც ადმინისტრაციის თანამშრომლებს შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ.
დაკავებულები ბათუმის პოლიციის განყოფილებაში არიან გადაყვანილები.
“რეგიონული კვირის” ინფორმაციით,  ოთხივე დაკავებული “ნაციონალური მოძრაობის” წევრია. ერთ-ერთი მათგანი კი ყოფილი პოლიციელია.

ამ დროისთვის, აჭარის მთავრობის სახლთან პოლიციაა მობილიზებული. აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა შენობაში შესვლა უკვე მოახერხეს.

შეგახსენებთ, დილიდან აჭარის მთავრობის სახლთან აქცია იმართება. აქციის მონაწილეები პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩავარდნას აპროტესტებენ. ისინი ადმინისტრაციულ შენობაში თანამშრომლებს არ უშვებდნენ.

"კვირა"