გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ზვიად ძიძიგურმა უმრავლესობა დატოვა

15-11-2019

საპარლამენტო უმრავლესობის და ფრაქცია ,,ქართული ოცნება -კონსერვატორების’’ წევრმა

ზვიად ძიძიგურმა საპარლამენტო უმრავლესობა და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა დატოვა.

როგორც ძიძიგურმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ეს გადაწყვეტილება გუშინდელმა საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნამ განაპირობა.

„ჩვენ რამდენიმე თვის განმავლობაში გულწრფელები ვიყავით, როცა ვარწმუნებდით მთელ საზოგადოებას, მათ შორის საერთაშორისოსაც და ყველა პოლიტიკურ მოთამაშესაც, რომ ასეთი ტიპის ცვლილება განვახორციელეთ. ჩვენ იმედი გვქონდა, რომ ის აუტანელი პოლიტიკური გარემო, რომელშიც იმყოფება საქართველო ბოლო 8 წელია, შეიცვლებოდა პოლიტიკური ცვლილებით, მოხდებოდა ,,პოლიტიკური მინდვრის’’ დივერსიფიკაცია, მოხდებოდა ყველა პოლიტიკური პარტიისთვის შესაძლებლობების მიცემა და მრავალფეროვნების წარმოშობა, თუმცა ეს ყველაფერი გუშინ ჩაფლავდა ’’ - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა ბრიფინგზე.

დეპუტატის თქმით აღნიშნული გადაწყვეტილება მათ პრაქტიკულად იძულებით მიიღეს.

,,იმათ გასაგონად, ვინც შეიძლება თქვას რომ ჩვენ გუნდი მიავტოვეთ მაშინ, როდესაც გუნდს ძალიან ვჭირდებოდით... ბოდიში ყველასთან, მაგრამ ასეთი გადაწყვეტილება ჩვენით არ მიგვიღია. ეს გადაწყვეტილება იმ 40-მა დეპუტატმა მიგვაღებინა, ვინც უარი განაცხადა მხარი დაეჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის’’ - აღნიშნა ზვიად ძიძიგურმა.

მისივე თქმით, ფრაქცია ,,ქართული ოცნება -კონსერვატორებს’’ არასდროს უღალატიათ გუნდური თამაშის პრინციპისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ამის გამო, დაზარალებულან კიდეც.

,,ჩვენ არ ვაპირებთ დავრჩეთ იქ, სადაც ისეთ გადაწყვეტილებებს ღებულობენ, რომლებიც მორალური თუ პოლიტკური თვალსაზრისით გაუმართლებელია’’ - თქვა ძიძიგურმა.

საქართველოს პარლამენტმა ვერ მიიღო უმრავლესობის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა უკვე მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის და არა 2024 წლიდან, როგორც ამას მოქმედი კონსტიტუცია განსაზღვრავს.


აღნიშნულის გამო გუშინ მმართველი გუნდის უმრავლესობა და საპარლამენტო თანამდებობები დატოვეს თამარ ჩუგოშვილმა, თამარ ხულორდავამ, მარიამ ჯაშმა, გიორგი მოსიძემ, ირინე ფრუიძემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა, სოფიო ქაცარავამ, ზაზა ხუციშვილმა და გიორგი ბეგაძემ .