გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ქუთაისის მერია 50 000 ლარის ღირებულების პროექტების ზედამხედველობაზე მილიონ ლარს დახარჯავს

15-11-2019

ქუთაისის მერიამ მილიონ ლარიანი ტენდერი (190021583)გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტების თანახმად, მერია ამ თანხით ზედახედველობის მომსახურეობას ყიდულობს. 

ტენდერში ვკითხულობთ, რომ 2020-2021 წლების განმავლობაში ქუთაისის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი 50 000 ლარზე მეტი ღირებულების ინფრასტრუქტურული ობიექტების სამშენებლო სამუშაოებზე საზედამხედველო მომსახურების გაწევა, ასევე, 2019 წელში დაწყებული მრავალწლიანი სამშენებლო სამუშაოების საზედამხედველო მომსახურება მოხდება.

პირობების თანახმად, საზედამხედველო კომპანიამ უნდა აწარმოოს ყოველ კონკრეტულ ობიექტზე შესასრულებელი სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობა საქართველოში მოქმედი ნორმატიული დოკუმენტების, აგრეთვე ტექნიკური დავალებისა და ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა  უზრუნველყოს ტექნიკური ზედამხედველობის დაწყებ ყოველ კონკრეტულ ობიექტზე, სამშენებლო სამუშაოების დაწყების თაობაზე შემსყიდველის შეტყობინების მიღებიდან 3 (სამი) სამუშაო დღეში. 

წინადადებების მიღება 16 დეკემბერს დასრულდება.

შესყიდვა არქიტექტურულ და მასთან დაკავშირებული მომსახურებების კატეგორიას მიეკუთვნება.  

 "ნიუპრესი"