გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

შეკვეთილში, ივანიშვილის სახლთან, აქცია მიმდინარეობს

15-11-2019

შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან ,,ნაცმოძრაობისა “ და სამოქალაქო მოძრაობა ,,შეცვალეს“ წევრები აქციას მართავენ. შეკრებილები გაბმული საყვირებითა და ტრანსფარანტებით: ,,ბიძინა , აქ ვერ ჩამოხვალ“, ,,რუსული ოცნება დასრულდა“, „გადაგვაგდე? გადაგაგდებთ!“ პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩავარდნას აპროტესტებენ.

„რაც არ უნდა გასაკვირი და სამწუხარო იყოს ვერ ვიფიქრებდით, რომ შეკვეთილში ასე უცებ და ისევ მოგვიწევდა ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან ჩამოსვლა . ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს არაადეკვატური ადამიანი თუ როგორ გადაწყვეტილებებს ღებულობს და შესაბამისად, გუშინ როგორც მოიქცა პარლამენტი, რა სანახაობაც უჩვენეს, ნიშნავს იმას, რომ ეს ყველაფერი მოიგონა და დაგეგმა დიდი ხნით ადრე ბიძინა ივანიშვილმა. ეს აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ არ შესრულდება ოპოზიციის მოთხოვნები. ჩვენ ვაპირებთ ვიყოთ აქ და გავმართოთ პერმანენტული აქცია. ვაპირებდით ცენტალური გზის გადაკეტვას, რისი უფლებაც პოლიციამ არ მოგვცა. ივანიშვილი თუ მოისურვებს, რომ ხმაურს გამოექცეს დედაქალაქიდან და დაისვენოს შეკვეთილში, აქ დახვდება უფრო მეტი ხმაური", - განაცხადა ,,ნაციონალური მოძრაობის" ქობულეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე ბონდო თედორაძემ.

"ინტერპრესნიუსი"