გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

კახაბერ ოქრიაშვილი: ჩემი ხედვები ქვეყნის საუკეთესო ინტერესებზეა დაფუძნებული და ჩემი პოლიტიკური შეხედულებებით ვაჭრობას არ ვაპირებ

16-11-2019

მაჟორიტარი დეპუტატი კახაბერ ოქრიაშვილი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკუთარ გადაწყვეტილებას განმარტავს. როგორც ოქრიაშვილი აცხადებს, იგი მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემას მხარს უჭერს და ამ სისტემის სასარგებლოდ საკუთარი აზრი და მყარი არგუმენრტები გააჩნია. მისივე თქმით, ფსევდოპოლიტიკოსთა გარკვეული ჯგუფები მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებს მიზანმიმართულად ურევენ დეპუტატის მფლობელობაში არსებული კომპანიების საქმიანობასთან, რითაც ცდილობენ, ზეწოლა მოახდინონ მასსა და მის გადაწყვეტილებებზე.

ამის შესახებ ოქრიაშვილმა სპეციალური განცხადება გაავრცელა.

"საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 2006 წლიდან დღემდე, უცვლელად ვუჭერ მხარს მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემას. ამის შესახებ გაცხადებული მაქვს არაერთი საჯარო ტრიბუნიდან, სადეპუტატო გამოსვლების დროს, მასმედიის ფაქტობრივად ყველა წარმომადგენელთან და რაც მთავარია, საკუთარ ამომრჩეველთან. მე მაქვს ჩემი აზრი და მყარი არგუმენტები მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის სასარგებლოდ და კვლავ ვრჩები ამ სისტემის მხარდამჭერად.
მინდა, გამოვეხმაურო უპასუხისმგებლო, ფსევდოპოლიტიკოსთა გარკვეულ ჯგუფებს, რომლებიც ჩემს შეხედულებებსა და მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებს მიზანმიმართულად ურევენ ჩემს მფლობელობაში არსებული კომპანიების საქმიანობასთან, რითაც ცდილობენ, ზეწოლა მოახდინონ ჩემზე და ჩემს გადაწყვეტილებებზე.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ - ეს ფსევდოპოლიტიკოსები არიან მართულნი კონკრეტული გასამრჯელოს სანაცვლოდ და როგორც წესი, პოლიტიკაში ეს ხდება მაშინ, როდესაც ადამიანები ასრულებენ დაკვეთებს, კონკრეტული დივიდენდების მისაღებად. მათი სურვილია, დააზიანონ ჩემი ბიზნესი და ამით მაიძულონ, უარი ვთქვა ჩემს პოლიტიკურ შეხედულებებზე. ჩემი ხედვები დაფუძნებულია ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებზე და არ ვაპირებ, ჩემი პოლიტიკური შეხედულებებით ვაჭრობას, საკუთარი ბიზნესინტერესების სასარგებლოდ"-განაცხადა ოქრიაშვილმა.