გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ვლადიმერ კახაძე ვაჟა გაფრინდაშვილის გატაცებაზე: ხელყოფილია ექიმის უფლება გადაარჩინოს სიცოცხლე!

16-11-2019

დეპუტატი ვლადიმერ კახაძე რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ცხინვალის ციხეში დატყვევებული ექიმის - ვაჟა გაფრინდაშვილის გატაცების ფაქტს ეხმაურება. მისი თქმით, ასეთი ამაზრზენი ქმედების გამო საქართველოს ტერიტორიის ოკუპანტ ქვეყანას სათანადო პასუხი უნდა მოეთხოვოს.

"საჯარო მიმართვა საერთაშორისო თანამეგობრობას!!!

მოგიწოდებთ, საჯაროდ დაიგმოს და ქმედითი რეაგირება მოყვეს საქართველოს მოქალაქის , ექიმის, პროფესორ ვაჟა გაფრინდაშვილის თავისუფლების ხელყოფას.
სათანადო პასუხი მოეთხოვოს ასეთ ამაზრზენ საქციელში არაერთხელ მხილებულ საქართველოს ტერიტორიის ოკუპანტ ქვეყანას, რუსეთს და მათ მიერ მხარდაჭერილ ეგრედწოდებულ დე ფაქტო რეჟიმს .
ყოველგვარი დაწერილი თუ დაუწერელი კანონი დარღვეულია!
ხელყოფილია ექიმის უფლება გადაარჩინოს სიცოცხლე! "-აცხადებს კახაძე.