გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

სალომე სამადაშვილი: დღეს პარლამენტის შენობის პიკეტირება დაიწყება

17-11-2019

„საქართველოს ყველა მოქალაქის კონსტიტუციური უფლებაა სახელმწიფო შენობების და მათ შორის პარლამენტის პიკეტირება მოახდინოს“,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სამადაშვილის თქმით, ივანიშვილის ხელისუფლებამ ლეგიტიმაცია დაკარგა. 

"მინდა რუსი ჯალათი გახარიას გასაგონად ვთქვა, ყველა საქართველოს მოქალაქის  კონსტიტუციური უფლებაა პიკეტირება მოახდინონ სახელმწიფო შენობების და მათ შორის პარლამენტის. დღეს დაიწყება პარლამენტის შენობის პიკეტირება. ამ შენობაში ვერ შევა ვერცერთი ივანიშვილის გოშია. შევლენ ერთადერთი მიზნით, გააფორმონ ქართველი ხალხის არჩევანი. პირველი - გადადგეს ივანიშვილის ხელისუფლება და დაუყოვნებლივ გაფორმდეს გამარჯვება, რომელიც ხალხმა მოიპოვა. მეორე- შეიცვალოს შესაბამისად საარჩევნო სისტემა და უახლოეს მომავალში ხელისუფლება დაუბრუნდეს ქართველ ხალხს. ივანიშვილის ხელისუფლებას არ აქვს არანაირი ლეგიტიმაცია და დღეიდან ხელისუფლება უბრუნდება ქართველ ხალხს. ჩვენ დღეიდან არ ვაპირებთ დაშლას, ხვალ საქართველოს პარლამენტს იბრუნებს ქართველი ხალხი, რომელიც მოაწყობს პარლამენტის პიკეტს", - განაცხადა სამადაშვილმა. 

"პია"