გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ოკუპანტების მიერ დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილის შვილი განცხადებას ავრცელებს

17-11-2019

ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ დაკავებული ცნობილი ქართველის ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის შვილმა, ირინა გაფრინდაშვილმა არსებული მდგომარეობის შესახებ ფეისბუკზე დაწერა. მისი ინფორმაციით, ექიმის გათავისუფლების საკითხში მაქსიმალურადაა ჩართული ხელისუფლება და „წითელი ჯვარი“.

„მეგობრებო, შევეცდები სიახლეები გაგაგებინოთ, გუშინ ვიყავით ერთ-ერთი დაკავებულის ოჯახში, რომელიც ორი დღის წინ გაათავისუფლეს.
სამწუხაროდ, ცხინვალის ციხიდან ოფიციალური ინფორმაციის მიღება ფაქტობრივად შეუძლებელია, გვიწევს ინფორმაციის მოპოვება სხვადასხვა მეთოდით. განთავისუფლებულებმა გვითხრეს, რომ ფიზიკურად კარგად ექცევიან, რა თქმა უნდა, პირობები ძალიან რთულია, სადაც ჰყავდათ იზოლატორში.
მამა ნამდვილად არ აწერს ხელს იმ დოკუმენტს, რომ კანონი დაარღვია და “საზღვარი” გადაკვეთა, ამიტომაც არის სისხლის სამართლის საქმე აღძრული საზღვრის განზრახ გადაკვეთის მუხლზე.
მთავრობიდან მაქსიმალურად ყველა ჩართულია და ცდილობენ სწრაფად მოგვარდეს ყველაფერი. ჩართულია ასევე საერთაშორისო „წითელი ჯვარი“, რომელიც ერთადერთი ორგანიზაციაა, რომელსაც შეუძლია ცხინვალის ტერიტორიაზე ოფიციალურად შევიდეს და დაკავებული პირადად მოინახულოს. ამ ორგანიზაციიდან ველოდებით სიახლეებს, მაგრამ რამდენიმე დღეა ვერ მოახერხეს შესვლა და ვაჟას მონახულება.
ახლა გვინდა, რომ რაც შეიძლება მაქსიმალურად მივაწვდინოთ ხმა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებას, წითელი ჯვრის მთავარ ოფისს ჟენევაში.
გამოვიწვიოთ მაქსიმალური საერთაშორისო ჩართულობა, რომ როგორღაც სწრაფად დასრულდეს ეს ამბავი.

ძალიან დიდი მადლობა ყველას, უდიდეს მხარდაჭერას ვგრძნობთ თქვენგან, მიხარია და მეამაყებით.
მეამაყება მამა!!“, - დაწერა ირინა გფრინდაშვილმა ფეისბუკზე.

alia