გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

გიორგი თარგამაძე ტელეკომპანია „ფორმულა“-ზე გადაცემას წაიყვანს

17-11-2019

ყოფილი ჟურნალისტი გიორგი თარგამაძე ტელეკომპანია „ფორმულა“-ზე გადაცემას წაიყვანს. 

 

გადაცემის სახელი “გიორგი თარგამაძის ფორმულა” იქნება. ტელეარხის ცნობით, ეს იქნება ყოველდღიური ანალიტიკური ტოქ-შოუ, რომელსაც ეყოლება სტუმრებიც.

“დღეს ვიწყებთ თანამშრომლობას ფორმულასთან, პირველი გადაცემა გავა დღეს, ჟურნალისტიკაში ვბრუნდები, ჩემი პროდაქშენ სტუდიო ამოქმდდა, რომელიც თანამშრომლობს ფორმულასთან….დღეს ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო, გადავწყვიტე ფორმულას ხელმძღვანელობასთან, ყოველდღიური პოლიტკური ანალიტიკური თოქ-შოუ შესულიყო ეთერში. ყოველ სამუშაო დღეს 11:00 საათზე ვიქნები წამყვანად” – განაცხადა გიორგი თარგამაძემ.

შეგახსენებთ, რომ 2007 წელს ტელეკომპანია “იმედში” სპეცრაზმის შეჭრის შემდეგ გიორგი თარგამაძემ “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა” დააფუძნა და 2008 წელს პარლამენტში შევიდა. ის 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებშიც მონაწილეობდა, თუმცა ხმების მხოლოდ 1% მიიღო. ამის  შემდეგ თარგამაძე პარტიულ პოლიტიკურ საქმიანობას ჩამოშორდა.

alia