გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ქუთაისის მერიაში 67 ადამიანი გათავისუფლდა

23-01-2018

ქუთაისის მერიაში რეორგანიზაცია დასრულდა. რეორგანიზაციის შედეგად ადგილობრივ თვითმმართველობაში 282 შტატი დარჩა, შტატგარეშედ კი 28 ადამიანი გააგრძელებს მუშაობას. მერიიდან 67 თანამშრომელი გაათავისუფლეს, აქედან 19 პირადი განცხადებით გათავისუფლდა, ხოლო 16-ს ხელშეკრულება შეუწყდა. 
რეორგანიზაციის შედეგად მერიაში კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური გაუქმდა. ასევე გაიყო არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახური, მის ნაცვლად არქიტექტურის, ურბანული დაგეგმარებისა და ძეგლთა დაცვის სამსახური და ზედამხედველობის სამსახური ჩამოყალიბდა. ამასთან, ადმინისტრაციულ სამსახურში შეიქმნა „კულტურის, სპორტის, განათლებისა და ძეგლთა დაცვის“ ახალი განყოფილება. რეორგანიზაცია შეეხო ქალაქში არსებულ ა(ა)იპებსაც. გაუქმდა ხუთი ა(ა)იპი, რომლებიც სხვადასხვა სახელოვნებო და სპორტულ დაწესებულებებთან გაერთიანდა.

წყარო: "ინტერპრესნიუსი"