გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

„ფორმულა“ და „მთავარი არხი“ – გიორგი თარგამაძე და თათია თოფურია ტელევიზიას დაუბრუნდნენ

18-11-2019

12 წლიანი პაუზის შემდეგ კვლავ მოგესალმებით – ასე დაიწყო გიორგი თარგამაძემ თავისი პირველი მონოლოგი „ფორმულაზე“. „იმედის” საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების დირექტორი, ასევე, ყოველკვირეული გადაცემა „დროების” ავტორი და წამყვანი ახლა უკვე „ფორმულადან“ მიესალმება მაყურებელს.

სიახლეებია გიორგი თარგამაძის მეუღლის თათია თოფურიას კარიერაშიც. წლების წინ „იმედის“ ტელესახემ თათია თოფურიამ „მთავარ არხზე“ დაიწყო მუშაობა. ამის შესახებ ყოფილმა წამყვანმა სოციალურ ქსელში თავად დაწერა. ჯერ უცნობია რა პოზიციაზე იმუშავებს ტელეკომპანიაში თათია თოფურია, თუმცა მის სატელევიზიო გამოცდილებას თუ გავითვალისწინებთ, შესაძლოა, ის რომელიმე გადაცემის წამყვანად ვიხილოთ.

„იმედიდან“ წამოსვლის შემდეგ თათია თოფურია კერძო სტრუქტურებში მუშაობა, ბოლოს ის „საქართველოს ეროვნული ლატარეა ლოტოს“ პიარი იყო.

პარტია „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარე გიორგი თარგამაძე კი ტელეკომპანია „ფორმულას” ეთერში ახალ თოქ-შოუს წაიყვანს.

2007 წელს ტელეკომპანია „იმედში” სპეცრაზმის შეჭრის შემდეგ გიორგი თარგამაძემ „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა” დააფუძნა და 2008 წელს პარლამენტშიც შევიდა. ის 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებშიც მონაწილეობდა, თუმცა ხმების მხოლოდ 1% მიიღო. მას შემდეგ თარგამაძე პარტიულ პოლიტიკურ საქმიანობას ჩამოშორდა.

cyc.ge