23-01-2018
ქარელის მუნიციპალიტეტში სარწყავი წყლის მიწოდება 500 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს „საქართველოს მელიორაცია“ ტაშისკარის სარწყავი სისტემის სარეაბილიტაციო პროექტს ახორციელებს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აღდგენითი სამუშაოები უშუალოდ გომი-აგარის მონაკვეთზე, გ-1-4 გამანაწილებლზე მიმდინარეობს. სისტემას უტარდება სრული რეაბილიტაცია. სამუშაოების ფარგლებში შეიცვალა და დამონტაჟდა ახალი რკინაბეტონის პარაბოლური კვეთის ღარები, გაიწმინდა დიუკერი. ასევე, ეწყობა 3 წყალგამანაწილებელი და 15 წყალგამშვები ჭა.
რეაბილიტირებული სარწყავი სისტემით სოფლები - მოხისი, აგარა, ქვენატკოცა და მოხისის დევნილთა დასახლების ისარგებლებს.
სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის გაზაფხულზე დასრულდება.