23-01-2018
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს შიდა ქართლის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლების - სამწევრისისა და ურბნისის მიმდებარე ტერიტორიაზე გატარებული პრევენციული ღონისძიებების შედეგად, მდინარე მტკვრიდან კუსტარული თევზსაჭერი მოწყობილობები - საბურავებით აწყობილი მახეები ე.წ. "ოჩხები" ამოიღეს.
კუსტარული თევზსაჭერი მოწყობილობებიდან ამოღებული ცოცხალი თევზები, დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ადგილზე, მდინარეში დააბრუნეს.
სამართალდამრღვევის იდენტიფიცირების მიზნით, ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტს გადაეგზავნება.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მომავალშიც აქტიურად გეგმავს მსგავსი პრევენციული ღონისძიებების გატარებას.