გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

,,თუ ივანიშვილთან არ გინდათ, ჩემთან გაერთიანდით სტალინის პარტიაში”

19-11-2019

სტალინელი გრიშა ონიანი სოციალურ ქსელში წერს:

,, ოპოზიციას!                                                                                                             

    მე არ მივეკუთვნები საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც დავალებულია სტიბენდიებით, ერთჯერადი, თუ მრავალჯერადი ძუძუს წოვით ივანიშვილის საფულე ჯიბეებიდან. მე არა ერთხელ გამიკეთებია მწარე შენიშვნა ქვეყნის განვითარების სტრატეგიული გზის არასწორად განდიდების გამო, მაგრამ არც ერთი სიტყვა არ დამცდენია საწინააღმდეგოდ იმ ათიათასობით ტრაქტორისა და სასოფლო-სამეურნეო მანქანა-იარაღების ქვეყანაში შემოზიდვის გამო, რომელსაც ის 90-იანი წლებიდან აწარმოებდა. უსვინდისო უნდა იყოს ადამიანი, რომ ვერ დაინახოს ადამიანი, რომელმაც 3 მილიონიან ქვეყანას ოთხი მილიარდი დოლარი მოახმარა და ათასობით მომაკვდავი კი სიკვდილს გადაარჩინა. პათოლოგი უნდა იყოს კაცი, რომელსაც არაფრად უღირს, რომ თბილისის მოსახლეობის 90-%-მა არ იცის ვინ არის თბილისის  პოლიციის სამმართველოს უფროსი, ვინ არის თავის რაიონის გამგებელი, პოლიციის უფროსი, ან პროკურორი. ხალხი დამშვიდდა, ქვეყანამ შვებით ამოისუნთქა, თბილისის ყოველ ოჯახს სამი-ოთხი მსუბუქი ავტომანქანა ჰყავს პირად სარგებლობაში. 

      საქართველოს მოქალაქეები არავინ ისვენებს წყნეთში, კოჯორში, თუ მანგლისში, ურეკში, ჩაქვში, ქობულეთში თუ ბათუმში. ზღვისპირა აგარაკები სომხებით არის სავსე, ხოლო თბილისის გარშემო ჩვენი ცნობილი აგარაკები ცარიელია. ქართველი ხალხი საზღვარგარეთის ელიტარულ კურორტებზე ძვირადღირებულ ვილებში ისვენებენ.                                                  

      სოფლად ვინც ხნავს  და თესავს ბევრად უკეთ ცხოვრობს, ვიდრე ნებისმიერ ევროპის ,,ფერმებში" თუ ,,ტიბუცებში". ბიძინა ივანიშვილი ტიპიური ევროპელია თავისი ცხოვრების წესით და უდიდესი მეწარმე, რომელსაც არათუ უნდა ვაგინებდეთ, არამედ მისგან ბევრ რამეს უნდა ვსწავლობდეთ.                                     თქვენი რუსთაველზე პარლამენტის წინ ხმამაღალი ჩხავილი ჩხიკვთა ქორწილს უფრო გავს, ვიდრე პოლიტიკურ მოძრაობას, სადაც მუდმივად ერთი და იგივე ადამიანები, უგულავები, ბოკერიები, ბარამიძეები, ვაშაძეები, ჯაფარიძეები და სხვები ჩანან, რომლებიც  ყოფილ ხელისუფლებაში  ყოფნის დროს, ხალხის ხოცვაში და სისხლის წოვაში არიან დადასტურებულად მხილებულნი.                                                                     

   ჩვენ თუ რუსთაველზე არ გერთვებით პოლემიკაში, ეს ჩვენი შიშით კი არ არის გამოწვეული, არამედ თქვენი მოფრთხილებით, რომ ხალხმა არ ჩაგქოლონ.                                                                           

    ჩუმათ ნაცებო, თორემ ნამცეცებად იქცევით ისე, რომ ბეღურებმაც ვეღარ აგკენკონ.                                               

    თუ ბიძინა ივანიშვილთან არ გინდათ, ჩემთან გრიშა ონიანთან გაერთიანდით სტალინის პარტიაში და ბიძინას 24 საათში ხალხი გასცემს პასუხს, თუ თქვენც ზედ არ მიგაყოლათ.                        

                                                             გრიშა ონიანი.”

alia