გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

IRI-ს კვლევა: ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობის უმრავლესობა უმთავრეს პრობლემებად უმუშევრობას ასახელებს

19-11-2019

პირველი კვლევის მიხედვით, რომელიც საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა საქართველოში 2019 წლის ივნისის ანტი-რუსული საპროტესტო აქციების შემდეგ ჩაატარა, ხელისუფლებისადმი ნდობის მაჩვენებელმა საგრძნობლად დაიკლო.

ორჰანიზაციის ცნობით, კვლევის შედეგების მიხედვით არცერთ პარტიას არ გააჩნია გამოკვეთილი უპირატესობა მომავალი არჩევნებისთვის, თუმცა, არსებობს ამომრჩევლის მოზიდვის პოტენციალი ეკონომიკური პრობლემების წინ წამოწევით, რაც კვლავაც საქართველოს მოქალაქეების მთავარ პრობლემად რჩება.

„ეკონომიკა და უმუშევრობა საქართველოს მაცხოვრებელთათვის ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს ბოლო ათწლეულის განმავლობაში, თუმცა, ქვეყნის პოლიტიკური პარტიების მხრიდან ამ პრობლემების მიმართ ყურადღება არ არის გამახვილებული. პარტიების ლიდერებს აქვთ შესაძლებლობა, შეიმუშაონ დეტალური პროგრამები და პლატფორმები, რომლებიც სწორედ მოსახლეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრაზე გააკეთებს აქცენტს“ - განაცხადა სტივენ ნიქსმა, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ევრაზიის განყოფილების დირექტორმა.

რესპოდენტების 80 %-მა ქვეყნის მასშტაბით უმთავრეს პრობლემებად დაასახელა უმუშევრობა, საცხოვრებელი ხარჯები და სიღარიბე. ზემოაღნიშული, ასევე, წარმოადგენს ყველაზე მთავარ პრობლემებს პიროვნულ დონეზეც. 50%-ის შეხედულებით, უმუშევრობა, დაბალი ხელფასები, სიღარიბე და ზოგადი ეკონომიკური მდგომარეობა არის მათი ოჯახებისთვის წუხილის ძირითადი მიზეზი.

გარდა ამისა, რესპოდენტთა უმრავლესობა (59%) ეკონომიკურ პრობლემებს ყველაზე დიდ წინაღობად მიიჩნევს საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის.

"ამ წელს ხელისუფლებამ გასცა დაპირება, შერეული საარჩევნო სისტემა პროპორციული სისტემით შეეცვალა. საქართველოს მოსახლეობის 78%, რომელსაც სმენია სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ საპარლამენტო არჩევნებისთვის, ემხრობა აღნიშნულ ცვლილებას. გარდა ამისა, გამოკითხულთა 78% მიიჩნევს, რომ სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა დადებითად იმოქმედებს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაზე. მაშინ, როცა საპარლამენტო არჩევნებამდე ერთ წელზე ნაკლები დრო რჩება, მთავარი უპირატესობის მქონე ძალა ჯერ კიდევ არ არის გამოკვეთილი. იქიდან გამომდინარე, რომ ამომრჩეველთა 61% არჩევნებისთვის ეკონომიკურ პროგრამაზე აკეთებს აქცენტს, ხოლო ერთი მესამედი ჯერ ისევ გადაუწყვეტელია იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ იქნება მათი პირველი არჩევანი, იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც შეიმუშავებენ თანმიმდევრულ და მიმზიდველ ეკონომიკურ პლატფორმას, ყველაზე დიდი შანსი ექნებათ, შექმნან საპარლამენტო უმრავლესობა. ნატო-ში ინტეგრაციის მხარდამჭერთა რაოდენობა საქართველოში, ბოლო ექვსი თვის მანძილზე, 68%-დან 71%-მდე გაიზარდა, ხოლო ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეთა რაოდენობა - 75%-დან 80%-მდე. ეს მხარდაჭერა, ძირითადად, განპირობებულია უსაფრთხოებითა და ეკონომიკური სარგებლით, რაც მოსახლეობისთვის ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციასთან ასოცირდება"-აცხადებენ ორგანიზაციაში.