გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

იმერეთის გუბერნატორი პარტიული სიმბოლიკის სანომრე ნიშნით გადაადგილდება

23-01-2018

იმერეთის გუბერნატორს გივი ჭიჭინაძეს და მის პირველ მოადგილეს გრიგოლ დალაქიშვილს "საჯარო სამსახურის“ შესახებ კანონის დარღვევაში ადანაშაულებენ. საქმე ეხება, გუბერნატორისა და ვიცე-გუბერნატორის მიერ პარტიული სიმბოლიკის შემცვლელი სანომრე ნიშნებით გადაადგილებას. 

არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპა ჩვენი სახლია“-ს დამფუძნებელი თორნიკე ბარათაშვილი აცხადებს, რომ სამსახურებრივ ავტომობილებზე სანომრე ნიშნების ცვლილების საჭიროებასთან დაკავშირებით იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციას მათ ორი წერილი მისწერეს. ადმინისტრაციაში კი უპაუხეს, რომ ავტომობილებზე კუთვნილი ნომრები უამინდობის გამო დაკარგეს.

„იმერეთის გუბერნატორმა დაარღვია პოლიტიკური ნეიტრალიტეტის შესახებ არსებული წესი, ჩვენ ვიცით, რომ საჯარო მოხელეები არ უნდა ეწეოდნენ პარტიული ნიშნებით მანიპულირებას, ამის სანაცვლოდ ვხედავთ, რომ გუბერნატორის და მის მოადგილის ავტომობილებზე დაიტანეს სანომრე ნიშნები სერიით -041, ეს ყველასთვის ცხადიას, რასაც ნიშნავს, თუმცა გაუგებარია, რატომ არ ახდენს მთავრობა მათ კონტროლს“-განაცხადა თორნიკე ბარათაშვილნმა.

ბარათაშვილის თქმითვე, გუბერნიამ, ასევე არამიზნობრივი ხარჯია გაწია და თითო ნომერში ნაცვლად 70 ლარისა 250 ლარი გადაიხადა.

იმერეთის გუბერნატორის გივი ჭიჭინაძის ავტომობილის სანომრე ნიშანი GD 041GD-ია მისი მადგილის გრიგოლ დალაქიშვილის სახელმწიფო ავტომობილის ნომერი IM 041GD არის, აბრევიაატურა, როგორც იმერეთის სახელმწიფო ადმინისტრაცია ისე იშიფრება.

როგორც იმერეთის გუბერნიის აპარატის სამსახურის უფროსი გოჩა გაბუნია აცხადებს, სტიქიური უბედურებების დროს აღნიშნულ ავტომობილებზე სანომრე ნიშნები დაკარგეს და ის სანომრე ნიშნები რითიც ამ დროისთვის გუბერნატორი და მისი მოადგილე გადაადგილდებიან კანონის სრული დაცვით, არა შერჩევის საფუძველზე, შეიძინეს. საერთო ჯამში სანომრე ნიშნებში ადმინისტრაციამ 250 ლარი გადაიხადა.

ipress