გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფი: პროპორციული საარჩევნო სისტემა ამომრჩეველს დააბნევს

19-11-2019

„პროპორციული საარჩევნო სისტემა ამომრჩეველს დააბნევს“-ამის შესახებ მაჟორიტარ დეპუტატთა მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„ჩვენს პირობებში, როდესაც ასობით პარტიას, მათ შორის, ერთმანეთისადმი ანტაგონისტურად განწყობილს, პრაქტიკულად, იდენტური პროგრამები და პლატფორმები გააჩნიათ, რომლის თაობაზე, ხშირ შემთხვევაში, არათუ ამომრჩეველს, თვით ამ პარტიის წარმომადგენლებსაც უჭირთ დისკუსიის წარმართვა, - პროპორციული საარჩევნო სისტემა უბრალოდ დააბნევს ამომრჩეველს, ხოლო შინაარსის არმქონე, ლამაზ-ლამაზი დასახელებებით გადავსებული საარჩევნო ბიულეტენი გაურთულებს მას პასუხისმგებლიან არჩევანს, რადგან გაძნელდება განსაზღვრა, პერსონალურად ვინ დგას ამ დასახელების უკან - რა წარსულის, ავტორიტეტის, პრინციპების თუ ხედვის ადამიანი“ - აცხადებს მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფი.

განცხადების ავტორები დარწმუნებულნი არიან, რომ ნებისმიერი საარჩევნო სისტემის დაფუძნების დროს, უპირველეს ყოვლისა, იმ საარჩევნო ტრადიციებით უნდა ვიხელმძღვანელოთ, რომლებსაც სინამდვილეში იზიარებენ და უპირატესობას ანიჭებენ ჩვენი თანამოქალაქეები.

„დღეს, დასავლური იდეოლოგიის მქონე პოლიტიკური პარტიების საარჩევნო პროგრამებს შორის რაიმე არსებითი განსხვავებების მიგნება ჩვეულებრივი, რიგითი მოქალაქეებისათვის უბრალოდ შეუძლებელია. „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ გაცხადებული და საჯაროდ დეკლარირებული შეხედულებებიც მრავალი ასპექტით მსგავსია, თუმცა რადიკალურად და ფუნდამენტურად საპირისპიროა მათი პოლიტიკური საქმიანობის ტაქტიკა, რეალური მოქმედებები და ქცევის წესები. ამიტომ, ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობისათვის გაცილებით ადვილი და კომფორტულია შეაფასონ არა პოლიტიკური პარტიები, მათი აბსტრაქტული და ვირტუალური პროგრამებით, არამედ კონკრეტული ადამიანები, რომლებმაც თავიანთი წარსული საქმიანობით მოიპოვეს მხარდაჭერისათვის საკმარისი ნდობა და პატივისცემა“ - ნათქვამია განცხადებაში.

აქვე აღნიშნულია, რომ საარჩევნო სისტემის ერთ-ერთი უმთავრესი ღირსება ამომრჩევლისთვის მისი სიცხადე და იოლად შეცნობადობაა.

„ჩვენ კი, სრულად პროპორციული სისტემის შემოღებით, არჩევნები პარტიებამდე დავიყვანეთ და საარჩევნო პროცესი ამომრჩევლისთვის მაქსიმალურად ბუნდოვანი გავხადეთ, რადგან ეს საარჩევნო სისტემა აბსოლუტურ დოგმად მივიჩნიეთ. მიუხედავად იმისა, რომ 2024 წლიდან პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღებით „ქართული ოცნება“ დღემდე ამაყობს, ჩვენ ვთვლით, რომ ამ გადაწყვეტილებაში საამაყო არაფერია - პირიქით, სინანულს უნდა განვიცდიდეთ ამ სტრატეგიული შეცდომის გამო. და ჩვენ, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარები, განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ ამ მცდარი გადაწყვეტილების ხელშეწყობისთვის. ჩვენ ხომ წესად გვაქვს - ხალხის გარდა ყველას ვკითხოთ, რა ურჩევნია ხალხს. ამიტომ ვეკითხებით პოლიტიკოსებს, ექსპერტებს, არასამთავრობოებს, მედიას, მაგრამ არა საკუთრივ ხალხს” – ნათქვამია განცხადებაში.