გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირაკლი კობახიძე დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივაზე: კონსტიტუციასთან მიმართებით ყოველ ჯერზე ახალი ინიციატივების წარმოდგენა სწორი არ არის

19-11-2019

„ჩვენ სწორედ იმიტომ დავადგინეთ რთული პროცედურა კონსტიტუციის გადასინჯვის, რომ გვინდოდა კონსტიტუციური სტაბილურობის უზრუნველყოფა. როგორც მოგეხსენებათ, როგორც წესი, ორი მოწვევის პარლამენტის თანხმობა სჭირდება კონსტიტუციაში ცვლილების შეტანას, ეს არის კონსტიტუციის სტაბილურობისთვის გაკეთებული და ეს არის ის ღირებულება, რომელსაც ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ, კონსტიტუცია უნდა იყოს სტაბილური“-ამის სესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დღევანდელი, კონსტიტუციის მოცემული ტექსტი გრძელვადიან სტაბილურ დემოკრატიულ განვითარებას უზრუნველყოფს.

„ვფიქრობ, რომ ამ ჩარჩოში უნდა გაგრძელდეს ჩვენი სახელმწიფოს განვითარება. არ არის ჩემი ინიციატივა, მე მაქვს ჩემი პოზიცია ამასთან დაკავშირებით და შესაბამისად, ჩემ პოზიციაზე ვსაუბრობ. ჩემი პირადი პოზიცია არის ის, რომ კონსტიტუციის სტაბილურობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი, ჩვენ გვაქვს უმაღლესი ევროპული სტანდარტის კონსტიტუცია, რომელიც მივიღეთ ორი წლის წინ და შესაბამისად, უნდა გავუფრთხიდლეთ ამ დოკუმენტსა და მის სტაბილურობას. რაც შეეხება დეპუტატებს მათ შეუძლიათ ჰქონდეთ საკუთრი ინიციატივა, მე ვრჩები ჩემს პოზიციაზე“, - განაცხადა კობახიძემ.