გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ამინდი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მკვეთრად გაუარესდება

19-11-2019

მიმდინარე წლის 21 ნოემბრიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამინდი მკვეთრად გაუარესდება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, 18-20 ნოემბერს საქართველოში უნალექო ამინდი ნარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობაში +15, +20, აღმოსავლეთ სააქართველოს ბარში +10, +15 გრადუსი იქნება.

როგორც სინოპტიკოსები აცხადებენ, 21 ნოემბერს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ და აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობაში +11, +16, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +3, +8 გრადუსამდე დაიკლებს.

დედაქალაქში 18-20 ნოემბერს უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 13, +15 გრადუსი დაფიქსირდება. 21 ნოემბერს მოიღრუბლება, აცივდება და გაწვიმდება. ტემპერატურა კი +4, +6 გრადუსამდე დაიკლებს.