გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ყაზბეგსა და თბილისის აეროპორტში არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს

19-11-2019

საბაჟო გამშვებ პუნქტებში „ყაზბეგი“ და „თბილისის აეროპორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, რუსეთისა და საქართველოს მოქალაქეების მართვის ქვეშ არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებისა და ხელბარგის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული, სხვადასხვა დასახელების სამკურნალო საშუალებები და 7 ცალი მობილური ტელეფონი აღმოაჩინეს.

ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 33,983.74 ლარი შეადგინა.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.