გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ემუქრება თუ არა საქართველოს შავი ჭირი - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განმარტება

20-11-2019

როგორც „პირველს“ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ განუცხადა, ჩინეთში დაფიქსირებული შავი ჭირის ორი შემთხვევა საქართველოსთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

"შავი ჭირი პერიოდულად არის ხოლმე. წელს მონღოლეთშიც იყო ორი შემთხვევა, როცა ცოლ-ქმარი გახდა ავად. ამერიკის შეერთებულ შტატებშიც არის ხოლმე ერთი- ორი შემთხვევა თითქმის ყოველწლიურად. ბევრ ქვეყანაში სადაც არის ბუნებრივი კერები. შესაძლებელია იყოს ხოლმე ადამიანის დაავადების შემთხვევები. ჩინეთის ორი შემთხვევა საშიშროება არავისთვის არ არის, გარდა დაავადებულების მეზობლებისა. მითუმეტეს, რომ მათ ფილტვის ფორმა არ ჰქონიათ. საქართველოში ორი ბუნებივი კერა გვაქვს, ისევე როგორც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში აქაც არის კერები.

ამიტომ გვაქვს მუდმივი მეთვალყურეობა ამ ბუნებრივ კერაზე. ჩვენი საველე რაზმები წელიწადში ორჯერ მაინც მიდიან იქ, იჭერენ მღრღნელებს, იჭერენ მღრნელებზე არსებულ გადამტანებს და შემდეგ იკვლევენ არის თუ არა შავი ჭირი. კერები ძირითადად დაუსახლებელ ადგილებშია, ჩვენი კერები არის სამხრეთ საქართველოში, აზერბაიჯანი-სომხეთი- თურქეთის საზღვართან არის. ამიტომ მუდმივი მეთვალყურეობა მიმდინარეობს. ადამიანებზე შავი ჭირის შემთხვევა საქართველოში 1924 წლის შემდეგ არ ყოფილა“,- აღნიშნა პაატა იმნაძემ.

შავი ჭირის გავრცელების საშიშროება არ დგას. საქართველოში შავი ჭირის შემთხვევა ბოლოს 1924 წელს დაფიქსირდა.


pia