გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

შესაძლოა, აზარტულ თამაშზე დამოკიდებულ პირთა სია შეიქმნას

20-11-2019

შესაძლოა, აზარტულ თამაშზე დამოკიდებულ პირთა სია შეიქმნას, სადაც როგორც მოთამაშეს, შესაძლებლობა ექნება, თავისი განცადების საფუძელზე მოითხოვოს დამოკიდებულ პირთა სიაში მისი მონაცემების შეტანა, ასევე მისი ოჯახის წევრი იქნება უფლებამოსილი სასამართლოს წესით მოითხოვოს პირის მონაცემების რეესტრში შეტანა.

ცვლილებას „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონი ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტშია ინიცირებული.

კანონში გაჩნდება განმარტება  „თამაშზე დამოკიდებული პირი“ - ფიზიკური პირი, რომელსაც გააჩნია დაუძლეველი სურვილი და დამოკიდებულება აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებზე და რომელიც შეტანილია დამოკიდებულ პირთა სიაში მიუხედავად მისი შედეგისა.

ცვლილება შედის „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის კოდექსშიც“, რომელიც წარმოდგენილი კანონპროექტის თანმდევია.

კანონპროექტით, დამოკიდებულ პირთა სიაში შეტანილი პირების აზარტული ან მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ადგილას ან/და თამაშობაში (მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ ან მომგებიან თამაშობაში) მონაწილეობისთვის დაშვება - გამოიწვევს აზარტული ან მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ორგანიზატორის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. იგივე ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში ჯარიმა გაორმაგდება. 

კანონპროექტის ინიციატორები არიან დეპუტატები კობა ნარჩემაშვილი, დავით ჭიჭინაძე, ბექა ნაცვლიშვილი, გედევან ფოფხაძე, ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე, გია ჟორჟოლიანი, მირიან წიკლაური, ბიძინა გეგიძე, ლევან გოგიჩაიშვილი.

pia