გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

“სიძველისგან ამორტიზებული სახლი, დაზიანებული იატაკი და ჭერი” – უკიდურეს გაჭირვებაში მყოფ კვირიკაძეებს ახალ სახლს აუშენებენ

20-11-2019

სიძველისგან ამორტიზებული სახლი, ნახევრად დაზიანებული იატაკი და ჭერი- სოფელ წონიარისში, კვირიკაძეების ოჯახი, სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ პირობებში წლებია ცხოვრობს.  უკიდურეს გაჭირვებაში მყოფ ოჯახს მხოლოდ ახლობლები და მეზობლები ეხმარებიან.

სახლში, სადაც 2 წლის მცირეწლოვანია, წვიმიან ამინდში რამდენიმე ადგილას წყალი ჩამოდის.

“უკიდურესად გაჭირვებულ მდგომარეობაში ვართ, მცირეწლოვანი შვილი გვყავს და გაწვიმებისას როგორც გარეთ, სახლშიც ისე წვიმს, ვერ შევძელი სარემონტო სამუშაოების ჩატარება. ახლობლები და მეზობლები გვეხმარებიან, სოციალურ შემწეობას ვიღებთ, მაგრამ მხოლოდ კომუნალურ გადასახადებში გვყოფნის“,- ამბობს რომან კვირიკაძე.

სპეციალური საჭიროების მქონე ოჯახებისთვის ქედის მერიაში ახალი პროგრამა ამოქმედდა. “სიძველით ამორტიზებული სახლის ახლით შეცვლის“ პროგრამაში კვირიკაძეების ოჯახიც ჩაერთო. რომან კვირიკაძე პირველია, ვინც ამიერიდან მერიის მიერ შეთავაზებული დახმარებით ისარგებლებს.

პროგრამას ქედის თვითმმართველობა სატესტო რეჟიმში ახორციელებს და კვირიკაძეების ოჯახის გარდა, კიდევ 2 ოჯახისთვის სახლის მშენებლობა ერთდროულად მიმდინარეობს. პროგრამის ბიუჯეტი 64 700 ლარს შეადგენს.

“მიხარია, რომ შევძლებთ 2 წლის ანა ახალ წელს ღირსეულ პირობებში შეხვდეს. კიდევ 2 ოჯახი სარგებლობს ამ პროგრამით მშენებლობა უკვე მიმდინარეობს. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება ნაკლები შეჭირვებული ოჯახები ქედის მუნიციპალიტეტში, როდესაც აქ მცხოვრებელს ცხოვრებისთვის შესაბამისი პირობები ექნება იგი სოფელს არ დატოვებს, რაც მეტად მნიშვნელოვანია” – აღნიშნა ქედის მერმა ლევან გორგილაძემ.

მშენებლობებს, წონიარისში, ცხემნასა და ოქტომბერში, ტენდერში გამარჯვებული მეწარმე ავთანდილ სანიკიძე ახორციელებს.

 

kvira