გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მაკა ჩიჩუა: “ნაცმოძრაობამ” სიბნელიდან და ეკონომიკური კრიზისიდან გამოგვიყვანა

20-11-2019

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მეუღლემ მაკა ჩიჩუა აცხადება, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების დროს ქვეყანა სიბნელიდან და ეკონომიკური კრიზისიდან გამოვიდა, რაც უნდა აღინიშნოს.

ყოფილი პრველი ლედი ამბობს, რომ ის “ნაცმოძრაობის” სისასტიკეს დაუპირისპირდა, რის გამო 2012 წელს არჩევანი “ქართულ ოცნებაზე” შეაჩერა.

“არასდროს ვყოფილვარ არჩევნებზე და ცხოვრებაში პირველად, 2012 წელს “ქართულ ოცნებას” მივეცი ხმა. და დიდი სიხარულით მივეცი ხმა, რომ იმის მერე რაც გამოვიარეთ, ეს იქნებოდა ხელისუფლება რომელიც ამას რაღაცნაირად დაარბილებდა, დააბალანსებდა და გამოვიდოდით მძიმე მდგომარეობიდან. მიუხედავდ იმისა, რომ აბსოლუტურად ვაფასებ წინა ხელისუფლების პროგრესს, როგორ მივდიოდით ეკონომიკურ საკითხებში. სიბნელიდან რომ გამოვედით ამას ხომ არ უნდა ბევრი ლაპარაკი? იმ საოცარი ეკონომიკური კრიზისიდან რომ გამოგვიყვანა წინა ხელისუფლებამ, ესეც ხომ აღსანიშნავია? მე ყოველთვის მინდა ობიექტური ვიყო, არასდროს მიკერძოებული არ ვყოფილვარ ცხოვრებაში. ყოველთვის მინდოდა ეს მომერგო, აღმენიშნა მაგრამ, რა პარალელური სისასტიკეც მიდიოდა, მე იმას ვუთხარი უარი. მე იმ სისასტიკეს დავუპირისპირდი და ამიტომ მივეცი “ოცნებას” ხმა. ზუსტად იგივე პროცესისკენ რომ მივდივართ, აი ეს მადარდებს. მე უკვე დავიწყე ამ პარალელების გავლება”, – განაცხადა მაკა ჩიჩუამ.

ipress