გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

სახელმწიფო მინისტრის აპარატში იმედოვნებენ, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი უახლოეს დღეებში გათავისუფლდება

20-11-2019

„კვლავაც იმედს ვიტოვებთ, რომ უახლოეს დღეებში მისი გათავისუფლება და კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანა მოხდება“ - ეს განცხადება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ზვიად ზვიადაძემ უკანონოდ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის შესახებ საუბრისას გააკეთა.

 

მისივე თქმით, სახელმწიფო მინისტრის აპარატი, ყველა შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურასთან ერთად, 24 საათიან რეჟიმში აგრძელებს მუშაობას ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად.

„ჩართულია ყველა ის ფორმალური თუ არაფორმალური არხი, რომლის დასახელებისაგან, გარკვეული მიზეზების გამო, თავს შევიკავებ. თუმცა მუშაობას ვაგრძელებთ და კვლავაც იმედს ვიტოვებთ, რომ უახლოეს დღეებში მისი გათავისუფლება და მისი კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანა მოხდება.

მაქსიმალური ინტენსივობით ინფორმირებულია ყველა ის საერთაშორისო ორგანიზაცია, ყველა შესაბამისი პირი, ვინც ამ საქმეში შეიძლება ჩართული იყოს. ინტენსიური კავშირი გვაქვს ოჯახთან. ამ დროისათვის ბატონი ვაჟას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, “ - განაცხადა ზვიად ზვიადაძემ.